მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე

„აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა“, – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება.

„ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩეროს „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებისა და ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ეს არის ის, რაზედაც პოლიტიკურ ლიდერები და მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერ მიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.

19 აპრილის შეთანხმების არასრულად ამოქმედება ასევე შეასუსტებს ინვესტორების ნდობას და საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობას.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი კანდიდატების დანიშვნას: გოჩა აბუსერიძე; გიორგი გოგიაშვილი; ლევან თევზაძე; რევაზ ნადარაია; ლაშა კოჩიაშვილი; ბიძინა სტურუა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო“- ენტონი ბლინკენი

👉 აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

👉 „მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“ - ევროკომისია