მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი მეზღვაურების გათავისუფლებაზე: მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის

„ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ“

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მეზღვაურების გათავისუფლებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და ქართულ მხარეს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის.

„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან.

მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, - წერს ზელენსკი.

უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს.

14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე მსჯავრდადებულები პრეზიდენტმა შეიწყალა

👉 „ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მას შემდეგ, რაც დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს“