მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დმანისში დაპირისპირება კვლავ გრძელდება (ვიდეო)

დაპირისპირება დმანისში

დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.

პოლიცია მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დგას.

ამ დროისთვის ადგილზე დაკავებული არავინაა.

შეკრებილი მოქალაქეები გუშინდელ ჩხუბში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ამავე თემაზე:

❗❗❗ დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები