მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება და შესაძლოა ავტობანი ან სხვადასხვა ქალაქების შესასვლელები გადაიკეტოს.

დღეს აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრში დარჩენას და მოედნის ტერიტორიის პიკეტირებას გეგმავენ.

პროტესტის მთავარი მიზანია, ჰესის მშენებელმა თურქულმა კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.

11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

👉 გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გუმათთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

👉 ნათია თურნავა: წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის“, რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის