მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გუმათთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რიონის ხეობის მცველი

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელ გუმათთან, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან მომხდარი დაპირისპირების დროს, რამდენიმე პირი დააკავეს - რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს.

როგორც ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ისინი კომპანია „ენკას“ მანქანებს მშვიდობიანად დახვდნენ და პოლიციამ უსაფუძვლოდ დაიწყო აქტივისტების დარბევა.

„მომართულია ხელისუფლების ხელი ჩვენს წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ „ენკას“ მანქანებს მშვიდობიანად, ხელებაწეულები, არ ვატარებდით. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, მიახეთქეს ადამიანები მანქანებს... ადამიანები ლამის ჩაცვივდნენ ცეცხლში, რომელიც გასათბობად გვქონდა დანთებული. ერთი ადამიანი დაეცა ცეცხლზე და იქვე წამოვაყენეთ, თორემ მართლა საშინელება მოხდებოდა.

იგივეს გავაგრძელებთ ხვალაც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, ბევრი ადამიანი არის ჩვენ გვერდით, არ ვიცი, როდემდე აპირებენ ამ ფორმით საკუთარ მოსახლეობასთან ომის გაგრძელებას“,- განაცხადა მან.

გუმათში, რიონის მცველებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. პოლიცია გადაკეტილ გზაზე კომპანია „ენკას“ მანქანების გატარებას ცდილობდა, თუმცა, აქციის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ.

აგრეთვე იხილეთ:

📌ხმაური ნამახვანში - რიონის მცველებმა ENKA-ს მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს