მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუბარი: რაჭაში ხიდების და ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა დღეიდან დაიწყება

სოზარ სუბარი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხდაებს, რომ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების და ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება.

გარდა ამისა, მისი თქმით, რაჭის სოფლებში ჩარჩენლი მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ.

„უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. დღეს დაიწყება როგორც ხიდების, ისე გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზა აღდგება.

შემოვიდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანს წამლების საჭიროება ჰქონდა. ველოდებით, რომ წამლები მოგვაწოდონ და ჩავიტანოთ“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო. ძლიერი წვიმის გამო რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა, რამაც სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა.