მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის 92-ე დღეს ჭიათურაში - კიდევ ერთმა ადამიანმა პირი ამოიკერა

აცხია ჭიათურაში

უწყვეტი პროტესტი გრძელდება ჭიათურაში. გასულ კვირას 4-მა ახალგაზრდამ, ახლახან კი კიდევ ერთმა ადამიანმა პირი ამოიკერა.

ისინი მადნის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეცისგან“ მიყენებული ზიანის გამო ანაზღაურებას მოითხოვენ. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლებს სამუშაოების შემდეგ ბზარები გაუჩნდა, ეზოებში მიწა დასკდა და დაზიანდა გზები.

კომპანიამ მოახერხა შუქრუთის მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა 11 ოჯახი აგრძელებს პროტესტს და 5-მა ადამიანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.დღეს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ 2 დღის მანძილზე კომპანია არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, იმავე პროტესტის ფორმას ქალებიც მიმართავენ.

მათი მოთხოვნებია სამხარაულის ექსპერტიზამ შეაფასოს მათი ქონება და ამის მიხედვით გადაიხადოს კომპენსაცია, ასევე, ისინი მოითხოვენ ამ პროცესში ჩართოს ხელისუფლებაც.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ვითხოვთ კუთვნილი კომპენსაციის ანაზღაურებას“- აცხადებს აქციის მონაწილე სერგო ნეფარიძე.

„ხელისუფლებას ვაძლევთ 2 დღეს ქალბატონები, თუ ყურადღება არ მოგვაქცევენ ჩვენც მსგავსი ქმედებით გამოვხატავთ პროტესტს, ამოვიკერავთ პირს და შევუერთდებით ამ მდუმარე აქციას. ჩვენს სახლს აქვს ძალიან დიდი ნაპრალები, დაბზარულია, დახსნილია, 1 ოთახი თითქმის განადგურებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს სახლი დანგრეულია და ზოგის საცხოვრებელი სახლი ნგრევის პროცესშია“ - აცხადებს თამარ კუპატაძე.

შუქრუთის მაღაროსთან უწყვეტი პროტესტის 92, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ისინი საკუთარ სოფელში დევნილებად აქცია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

✅პროტესტის მესამე დღე ჭიათურაში