ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნების ეპიზოდზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.
📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.
📌 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔴 პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით