მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქალაქო სასამართლოს შენობა

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს.

„იმედი მაქვს ვინც დააკავეს, ყველას გაათავისუფლებენ. ჩვენ ვაპირებთ 4 ივლისს ღამე მილიონი კაცი გამოვიყვანოთ რუსთაველზე“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ გურამ ფალავანდიშვილმა.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა. დღის განმავლობაში შსს-მ 12 პირი დააკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი

👉 თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირი დააკავეს

👉 „მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში“ - საელჩოების განცხადება „ღირსების მარშზე“