მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირი დააკავეს

კონტრაქცია

ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას და მის ფარგლებში დაგეგმილი დახურული კინოჩვენების ჩაშლას ეწინააღმდეგებიან, კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს მაშინ, როდესაც ღონისძიებაზე სტუმრები მივიდნენ.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ასევე პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

„ამ დროისთვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება, პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა გასცდნენ კანონის მოთხოვნებს. პოლიცია მუშაობს გეგმის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ ჩაერევიან პოლიციის საქმიანობაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პოლიცია დაიცავს კანონს და სრულად შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში დღეს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეს არის დადგმული სანახაობა, პოლიტიკური ქულების დასაწერად და ხელისუფლების გამოსაცდელად“ - იაგო ხვიჩია პრაიდის შესახებ

✅ვაჟა სირაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი

✅თბილისი პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქცია იმართება