მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში ტურისტს თავს დაესხნენ

ტურისტი, რომელიც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ტურისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

„ჭრილობები მიყენებულია გულმკერდის არეში, დაზიანებული არის პლევრა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მოთავსდება ქირურგიულ დეპარტამენტში“, - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული

👉 „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ

👉 ტურისტის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს