მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთი ისტერიკის ატეხა ნორმალური არ არის“ - თეატრმცოდნე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე

თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მოსკოვში გასტროლსა და ჩეხოვის ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩეხოვის ფესტივალი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი მსოფლიოში. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი დიდი ფესტივალი თითქმის არ არსებობს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი წარსული და დიდი სახელები იღებენ მონაწილეობას.

რუსთაველის თეატრი ამ ფესტივალი ხშირი სტუმარია და მონაწილე. პირველად არ მიდის. ათწლეულებს ითვლის იმდენჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. 2019 წელსაც მიიღო მონაწილეობა. მგონია, რომ ასეთი ისტერიკის ატეხა ნორმალური არ არის, გეტყვით რატომაც.

ეს არის კონკრეტული თეატრის კონკრეტული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, მისი პოზიციაა, რომ რუსთაველი თეატრი წავიდეს ასეთ ფესტივალზე. მე პირადად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვერ წავიდოდი. არ წავიდოდი ჩემი პოზიციების გამო, მაგრამ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა და არა მთელი თეატრი, თვლის, რომ ამ ფესტივალში უნდა მიიღოს მონაწილეობა. იძულებული ვარ პატივი ვცე მათ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

ამავე თემაზე:

👉 რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება

👉 „ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე