მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონო ბიძინა, ხვალ დილამდე გაძლევთ დროს, რომ გადადგეს მთავრობა“ - ვახო სანაია

მედიაწარმომადგენლების აქცია რუსთაველის გამზირზე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე Pia.ge

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა. თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო, ხვალ დილამდე გაძლევთ დროს, გადადგეს თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი და უნდა მიჰყვეთ მთელი მთავრობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახო სანაიას თქმით, გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან გადადგომასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაისაჯოს.

„თითოეულ ოპერატორს, რომელიც აქ დგას, ჰქონდა ჩვეულებრივი სამუშაო დღე. თითოეულ ჟურნალისტს, რომელსაც აქ უყურებთ, ჰქონდა სამუშაო დღე. დღევანდელი დღე ჩვენთვის დაიწყო არა მუშაობით, არამედ თავზარდამცემი ამბით.

დღეს საქართველოს მთავრობამ შეიწირა ჩვენი კოლეგა. დღევანდელი დღე გარდა იმისა, რომ არის გლოვის დღე, არის სიამაყის დღეც. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ ცოცხალი ვართ და ჩვენ არ შევეგუებით სიკვდილის რაზმებს დედაქალაქის ცენტრში.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო, ხვალ დილამდე გაძლევთ დროს, გადადგეს თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი და უნდა მიჰყვეთ მთელი მთავრობა.

გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია „გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი“ და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა რუსეთიდან დაფინანსებული ძალების, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც არიან შეთამაშებული საქართველოს ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა ვახო სანამ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔴 რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

🔴 „ნარკოლოგი ვარ, მე თვითონ ვინ რას მასწავლის? რაც უნდათ დაწერონ“ - ლექსო ლაშქარავას დედა

🔴 აშშ-ის საელჩო გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს