მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მძიმე მდგომარეობაშია - ექიმი

ექიმი რეანიმატოლოგი ჯემალ გელაშვილი

ბათუმში, მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ჯემალ გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლირებადია.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა კონტროლირებადი. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები. გამოტანილია დიაგნოზი. პაციენტს აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი. ეს არის წინასწარი დიაგნოზები.

ამ დიაგნოზით აგრძელებს პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. როგორც უკვე გითხარით მდგომარეობა მძიმე, საყურადღებოა. დაგეგმილია მთელი რიგი კვლევების. შემოყვანის შემდეგ მდგომარეობა არ გართულებულა“, - აცხადებს ექიმი.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ამავე თემაზე:

🔴 საჯარო რეესტრს ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია - იუსტიციის სამინისტრო

🔴 36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა