მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჯარო რეესტრს ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია - იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. მას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე განაცხადზე წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

„2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ამავე თემაზე:

🔴 „ყველა სიტყვა უძლურია, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“ - კახა კუჭავა

🔴 საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

🔴 „მაშველები როგორც კი მორჩებიან მუშაობას კონსტრუქტორები და გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან“ - რიჟვაძე

🔴 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

🔴 „კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური

🔴 36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა