მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრძოლა რთული იქნება, თუმცა გავიმარჯვებთ“ - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი

„ბრძოლა რთული იქნება, თუმცა გავიმარჯვებთ“ - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი

იურიდიული კომპანია BLB-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა რუსუდან მაისურაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში Netflix-ის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ისაუბრა, რომელიც მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის მონაწილეობას ეხება. ნონა გაფრინდაშვილი კომპანია Netflix-ს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მუშაობა იანვრიდან დაიწყო.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სერიალმა ოქროს გლობუსი მიიღო კომპანიისგან აროგანტული წერილი მიიღეს და განაცხადეს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებდნენ.

„პირდაპირ სასამართლოსთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ მიგვიმართავს, მოლაპარაკებები მანამდე Netflix-სთან გვქონდა. ეს არის ღირსების საქმე. ტყუილია ის ფრაზა, რომელსაც „ნეთფლიქსი“ სერიალში ამბობს და ეს შეგნებულად არის ნათქვამი. მათთვის რეალობა ცნობილი იყო, იცოდნენ რომ გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-მა შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ იცოდნენ ქართველი იყო.

ბრძოლა რთული იქნება. თუმცა სამართლებრივი საფუძველი საკმაოდ მყარი გვაქვს, ვფიქრობ, გავიმარჯვებთ“, - აცხადებს რუსუდან მაისურაძე.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა.

კერძოდ, „ნეთფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს.