მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენთვის მთავარი გზა, ისევ არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020

„ჩვენთვის მთავარი გზა, დღეს ისევ არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მარტის ბოლო საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინას შემოიტანენ.

„გეგმა აქ არის კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულწილად გვიწევს კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა, რაც არის სრული ინფორმაცია „ასტრაზენეკას“ სარგებლის შესახებ და ამ ინფორმაციას გავავრცელებთ როგორც ჩვენ ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები. ჩვენთვის მთავარი გზა დღეს ისევ არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით, რადგან ჯერ ჩვენ ისევ სამედიცინო პერსონალთან ვმუშაობთ.

ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, რისკის სრული გაცნობიერება რა თქმა უნდა შეუძლია ყველას ვინც მონაწილეობს დღეს ამ პროცესში, თუმცა სამომავლოდ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სამინისტრო გეგმავს აქტიურად მოსახლეობასთან კომუნიკაციას, რადგან გადავალთ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც პროგრამა გადავა ასაკობრივი ჯგუფების მოცვაზე.

„ფაიზერის“ ვაქცინა თვის ბოლომდე ჩამოვა ქვეყანაში და მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციას უნდა მოხდეს. მთავარი არის საკუთარი მაგალითის გაზიარება და ის, რომ ინფორმაცია იყოს ობიექტური და სწორი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „მიღებულია გადაწყვეტიელბა, რომ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება“ - თამარ გაბუნია

👉 „ანაფილაქსიურ რეაქციას ვაქცინის ხარისხთან კავშირი არ აქვს“ - მაია ბუწაშვილი

👉 აჭარის მაღალმთიან რაიონებში ვაქცინაცია შეჩერდა