მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც ვისწავლე და სიამოვნებით“ - გამყრელიძე ჟურნალისტს (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც ვისწავლე და სიამოვნებით“,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დაუსვა შეკითხვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაქცინების ჩამოსვლის შემდეგ, გამყრელიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

„ეგეთი რამე ვთქვი? ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. გინდათ? ახალგაზრდა კაცი ხართ, ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩემ ადგილზე. თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა“, - მიმართა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა“

👉 ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს გაიხსნება

👉 „ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა“