მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1626857935
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები ამ დღეებში შემოვა.

„ფაიზერი“ ძალიან მალე იქნება, ამ დღეებში. ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა. რომელიც გნებავთ შემდეგ ის გაიკეთეთ. იქნება საკმარისი დოზები, ყველას გვეყოფა“, - განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

NCDC-ის დირექტორმა პრესკონფერენციაზე, ასევე, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც მასის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და.ა.შ. ავიცრათ ყველა“.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან. საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა 14 ივლისს მიიღო. ფაიზერთან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“