მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა“ - ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

როგორც გოლეთიანმა აქციის მიმდინარეობისას აღნიშნა, შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილებას საზოგადოება ერთობლივად მიიღებს.

„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა, რომ არ ვიცით ჩვენი გამოსვლების შემდეგ, რა აქვს სათქმელი ჩვენთვის . ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი და ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩაბმული ამ პროცესში.

ქართველი ხალხი თანაბრად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროტესტსა და ამ ბრძოლაზე ეს მკაფიოდ გაითავისოს ყველამ. ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ, რომ დავიძრათ პარლამენტის მხარეს, შემოვუაროთ უკანა მხრიდან და თუ ბატონ თავმჯდომარეს კომუნიკაციის სურვილი ექნება, ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას, რომ არ იყოს შეძახილებიც კი, მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად და მოვისმინოთ რა აქვთ მათ სათქმელი.

უნდა შევჯერდეთ ყველა ერთად, რადგან არ თქვან რომ მათ არ მოვუსმინეთ. მედიასთან ერთად ვამბობთ, რომ რადგან სურვილი გამოითქვა მათი მხრიდან საუბრის, ხომ არ განვიხილოთ რომ მივიდეთ პარლამენტთან და გავესაუბროთ? ამიტომ დაველოდოთ მათ პასუხს, თუ მზად არიან ყველას ერთად გვესაუბრონ მაშინ წავიდეთ პარლამენტთან“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჟამად აქციებს დედაქალაქში მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა“ - თურნავა „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხობს

✅„იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი