მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება

საქართველო - თურქეთი

დღეიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

რეკომენდაციაა, რომ ყველა ვიზოტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კორონავირუსთან დაკავშირებულ შემთხვევების ხარჯებს. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანიю

შეგახსენებთ, დღეს 1-ლი ივნისიდან რესტორნები და კაფე-ბარები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეებში შაბათ-კვირასაც შეძლებენ.