მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება

სახმელეთო საზღვრები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

ასევე, რეკომენდაციაა, რომ ყველა ვიზოტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კორონავირუსთან დაკავშირებულ შემთხვევების ხარჯებს. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი,“ - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅1-ლი ივნისიდან კვების ობიექტების შიდა სივრცეები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ