მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში - განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის
საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

👉 „ბარბაროსებს სასულიერო ცხოვრებაში ჯვარი უნდა წავართვათ“ - ხუხაშვილი

👉 „ბატონო ბიძინა ხვალ დილამდე გაძლევთ დროს, რომ გადადგეს მთავრობა“ - ვახო სანაია

👉 რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს