მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იერუსალიმის საპატრიარქო: მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები შეძლებენ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას

იერუსალიმი

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ - ინფორმაციას ამის შესახებ იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.

იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები დიდ შაბათს,09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან უნდა მივიდნენ, საიდანაც პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ვაქცინირებულ პირებს აღდგომის ტაძარში შეუშვებენ.

არავაქცინირებული პირები კი მხოლოდ ცენტრალურ მონასტერში დაიშვებიან.

აგრეთვე იხილეთ:

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა