მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს - მეუფე ანდრია

სრულიად საქართველოს პატრიარქი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ათენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ განაცხადა, რომ გახელაძის ოჯახმა თხოვნით მიმართა ილია მეორეს, რომ შუამდგომლობით მიმართოს რუსეთის პატრიარქს.

„პატრიარქმა განიხილა მათი თხოვნა და თანხმობა განაცხადა, რომ მისი სახელით რუსული ეკლესიის წინამძღოლს გაეგზავნოს შუამდგომლობა თხოვნით ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“ - სუს-ი