მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის რაც გააკეთა ბრბომ, 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის დიდი სირცხვილია“ - გია ხუხაშვილი

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან რუსთაველზე განვითარებული მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა 5 ივლისს, ეს 21-ე საუკუნეში სირცხვილია.

„კატეგორიულად მიუღებელი და ამაზრზენი იყო რაც გუშინ მოხდა. ის, რაც გააკეთა ბრბომ, ვითომ კეთილი მიზნებით და ჟურნალისტებთან მიმართებით განსაკუთრებით, არის დიდი ბოროტება და სირცხვილი 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ასეთი ქმედებები დამახასიათებელია გარდამავალი, რევოლუციური ცვლილებების პერიოდისთვის. პოლიციამ კი თავისი საქმე კარგად ვერ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული

👉 „იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“