მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მისმენდნენ, არა მარტო სახელმწიფო სამსახურები, არამედ სხვებიც“ - არქიმანდრიტი ივანე

არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილის განცხადებით, იგი ყოველთვის გრძნობდა, რომ მის საუბარს უსმენდნენ არა მარტო სახელმწიფო უწყებები, არამედ მისით დაინტერესებული სხვა პირები.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებულ ჩანაწერებზე არ აქვს პოზიცია, რადგან არ იცის ფაილები ნამდვილია თუ არა.

„მე არ ვიცი რა ხდება, სიმართლეა ეს ყველაფერი თუ სიმართლე და სიცრუე ერთად შერეული. მე პირადად ყოველთვის მქონდა რომ მისმენდნენ არა მარტო სახელმწიფო ორგანო, არამედ სხვაც. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცოტა მეტად ერკვევა, შეუძლია სოციალურ ქსელში შეღწევა.

მარტო სუსს არა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. როცა ადამიანი საზოგადოებაში ჩანხარ, ალბათ აინტერესებთ ვინ ხარ. რა თქმა უნდა, საშინელებაა, არ უნდა ინტერესდებოდეს არავინ ამით და არ უნდა გვისმენდნენ“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ივანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, პატრიარქის შესაძლო გადადგომის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ“ - არქიმანდრიტი ბართლომე ფარულ ჩანაწერებზე

ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“ - მეუფე ნიკოლოზი ფარული ჩანაწერების შესახებ (ვიდეო)

⭕ „ძალები, რომლებიც სავარაუდო ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ“ - ანდრია ჯაღმაიძე