მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ“ - არქიმანდრიტი ბართლომე ფარულ ჩანაწერებზე

არქმინადრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაა ქვეყნის დაცვა და არა კონკრეტული ადამიანების მოსმენა-მიყურადება.

როგორც სასულიერო პირმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ფორმულასთან“ საუბარში აღნიშნა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

არქიმანდრიტის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები კოჰაბიტაციის შედეგია.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაა დაიცვას ქვეყანა და არა კონკრეტულ ადამიანებს უსმინოს. თუმცა, ალბათ შეიძლება გვისმენენ. ახლოს ვარ იმ აზრთან, რომ ეს ყველაფერი წინასააარჩევნო კამპანიას უკავშირდება. თუ ვინმეს დააინტერესებს ერთი კონკრეტული ადამიანი ვის ვაძლევ ხმას, გეტყვით რომ ისევ „ქართულ ოცნებას“, იმიტომ რომ გადმონაშთი, მომსმენი ხალხისა იქნებ საბოლოოდ აღმოიფხვრას ამ სისტემიდან. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ დროს გავრცელდა და ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი“, - აცხადებს სასულიერო პირი.

ჟურნალისტის კითხვაზე ფარული ჩანაწერების თანახმად, შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან განიხილავდნენ თუ არა პატრიარქის შემცვლელის ვინაობას, არქიმანდრიტი ამბობს, რომ „ეს აბსოლუტურად ტყუილია.“

ამასთან, სასულიერო პირის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ უსმენდნენ.

არქიმანდრიტმა ბართლომემ დასძინა, რომ კონკრეტულად იმ ადამიანის სახელი და გვარიც იცის ვინც უსმენს, თუმცა მისი დასახელებისგან თავს იკავებს.

„ერთი რამ შემიძლია დავაფიქსირო ბატონი ბიძინას ნათქვამი, რომ როცა უწმინდესი ცუდად იყო, „მას უჭირავს სამშობლოს იდეა და მომავალში ვინც იქნება მანაც უნდა დაიჭიროს სამშობლოს იდეა“. როგორც მივხვდი ჩანაწერებში რაღაცები არის, ის რაც მე კონკრეტულად ვთქვი არ არსებობს.

ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ. რასაც ტელეფონში ვამბობ, იმას ვამბობ ხმამაღლა. ვიცი ვინ მისმენდა „ნაციონალების“ დროს და ის დღესაც არის სამსახურში. მგონი მას ამის გაკეთება არ შეუწყვეტია. სპეცსამსახურის ერთ-ერთი აგენტია, რომელიც ეკლესიაზე მუშაობდა, თუმცა ეს ჩემი საიდუმლოა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔴 „საერთოდ გასარკვევია რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ ჩანაწერების გარეთ გამოტანა“- გიორგი ხოჯევანიშვილი

🔴 „ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“ - მეუფე ნიკოლოზი ფარული ჩანაწერების შესახებ (ვიდეო)

🔴 „ძალები, რომლებიც სავარაუდო ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ“ - ანდრია ჯაღმაიძე