მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას აქციით აპროტესტებენ

აქცია

პარლამენტთან დილიდან მოქალაქეთა ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებენ და ამ ფორმით მათ პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.

ორგანიზატორები დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, ადგილზე მიტანილი აქვთ საყვირები და ბანერები, რომლებზეც აღბეჭდილია ენმ-ს წარმომადგენლების სხვადასხვა დროს გაკეთებული ფრაზები.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან რომელიმე კონკრეტული პარტიის, ან ორგანიზაციის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ უბრალოდ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია და გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ინფორმაციისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავს.

იხილეთ აგრეთვე:

✅გიორგი გახარია ჩვენ შორისაც კი ყველაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - ირაკლი კობახიძე

✅„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ - გახარია