მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს მან, ვინც ამ მარშის ჩატარებას ორგანიზება გაუწია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პიარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ეკისრებათ.

მისი თქმით, აგრესია მიუღებელია და მოქალაქეებმა, რომლებიც „თბილისი პრადის“ კონტრაქციაში მონაწილეობენ, სიმშვიდე უნდა უზრუნველყონ.

„სრულიად შეუფერებელია მსგავსი აგრესიები და ყველამ თავი უნდა შეიკავოს, მით უმეტეს, ჟურნალისტებისგან უნდა შეიკავონ თავი და საერთოდ, არ ერთი ადამიანის მიმართ არ უნდა იყოს აგრესია.

რადგანაც დაერქვა ამას, რომ უნდა იყოს მშვიდობიანი, უნდა მოახერხოს ეს მოსახლეობამ, რომელიც წესიერებას ითხოვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდეს ყველაფერი.

პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს მან, ვინც ორგანიზება გაუწია ამ მარშის ჩატარებას და ვინც წაახალისა ეს, იმიტომ, რომ სპონტანურად არ მომხდარა დაძაბვა ამ ვითარების. მთელი თვის განმავლობაში თითოეული მათგანი, ყველა, მთელი საქართველო უყურებს, რომ მიიღეს ეს ძალიან მტკივნეულად და არაფერი არ გაკეთებულა ამის განსამუხტავად. პირიქით, იყო ნიშნისმოგებით გაკეთებული განცხადებები, რომ მაინც გააკეთებენ იმას, რაც უმრავლესობას არ უნდა. ამიტომ პასუხისმგებლობა მათ უნდა იგრძნონ, პირველ რიგში“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს (ვიდეო)

👉 „ღირსება სხვა რამეა, მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში “ - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა

👉 „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)