მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს მოპედებით დაეჯახა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეები ყველა ტელევიზიისა და თუ საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლების მიმართ ერთნაირად აგრესიულები არიან.

დაშავებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის ოპერატორი. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არის.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას „ერთობა, რაობა, იმედი“ და „ქართული მარშის“ წევრები „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციას მართავენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს (ვიდეო)

👉 „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია“ - პრემიერი

👉 დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება