მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფეისბუკის შიდა პროგრამების მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება“ - The New York Times-ის ჟურნალისტი

„ფეისბუკის შიდა პროგრამების მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება“

კომპანია ფეისბუკში შიდა პროგრამების მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ის ჟურნალისტი რაიან მაკი ავრცელებს.

„Facebook-ის სერვისები და აპლიკაციები საზოგადოებისთვის უკვე სამ საათზე მეტია ხელმიუწვდომელია. აგრეთვე, კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელმიუწვდომელია კომპანიის შიდა ინსტრუმენტები და საკომუნიკაციო პლატფორმები, მათ შორის, გათიშულია Workplace. ვერავინ ახერხებს რაიმე სამუშაოს შესრულებას“, - წერს ჟურნალისტი.

გამოცემა Insider Paper-მა დაწერა, რომ ფეისბუკის თანამშრომლებმა ოფისში შესვლაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან არც მათი საშვები მუშაობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

👉 ფეისბუკი განცხადებას ავრცელებს