მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას“ - მეუფე საბა ოპერატორის გარდაცვალებაზე

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა.

მეუფე საბას თქმით, ის ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

„ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მრცხვენია კიდეც ამ ადამიანის ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო. ვიზიარებ ტკივილს. სიტყვებითაც რთულია. ქრისტეს ეკლესია, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული როგორ შეიძლება ერთი სიტყვაც კი, გამოხატავდეს ძალადობას. ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და მე ვგმობ. თუ ჩემი წილი არის და როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი ვიღებ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს მეუფე საბა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია“ - პრემიერი

✔️ „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“ - გახარია TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ „ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ“ - ჯაფარიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე