მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge 2021

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

მთავრობის მეთაური ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას თანადგომას უცხადებს.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - აცხადებს პრემიერი.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს. ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო.

მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“ - გახარია TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ „ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ“ - ჯაფარიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

✔️ „აუცილებელია მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს“ - საიას თავმჯდომარე TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო