მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

ოპერატორები, კამერები

სამეგრელოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დედა მედიასთან აცხადებს, რომ 8 წლის გოგონამ მას დანაშაულის შესახებ შემდეგ უამბო, რაც ტკივილებმა შეაწუხა.

დედა ასევე ამბობს, რომ ბავშვს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირდა და არ სურდა საზოგადოებას მძიმე ამბის შესახებ გაეგო.

„როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს. დამაფიცა, რომ არავის არ უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ასეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი. მეორესთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა.

ოჯახთან ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. არასდროს გამიფიქრებია, რომ ამას გააკეთებდნენ. არც ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ბავშვი მომიყვა, რომ ემუქრებოდნენ, დანით მოგკლავთო და დაგმარხავთო შენცო და დედაშენსაცო“, - აღნიშნა არასრულწლოვნების დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბავშვების ოჯახი და მეზობლები ბრალდებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა.