მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვადასხვა სიმბოლიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება“ - გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სიმბოლიკები არ უნდა გამოიყენონ, რადგან ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებას დანაწევრების მცდელობა შემოაქვს, რომელიც მათ გაერთიანებაშია.

„ჩვენ არ ვიკრიბებით აქ ერთმანეთის გამოსასწორებლად და ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ ვიკრიბებით საკითხების გადასაწყვეტად. ყველას ვთხოვ, რომ განსაკუთრებულად გაითავისოს ეს ყველაფერი. ამავდროულად აქ დაცულია თითოეული ადამიანის ინტერესი, თითოეული ჯგუფის ინტერესი.

სწორედ, როცა საუბარია მათ შორის არ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა სიმბოლიკა, ეს იქნება პარტიული სიმბოლიკა თუ რაღაც სხვა კუთვნილების ამსახველი სიმბოლიკა, სწორედ ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს უბრალოდ პროვოცირება დაპირისპირებისა და ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა ეს არ გამოიყენონ პროვოკაციისთვის.

ამიტომ, საკითხი მარტივია. თუ ჩვენ გვინდა გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა, უნდა მოვახერხოთ საკითხების ირგვლივ კონცენტრირება, გაერთიანება და ბრძოლა. ის დანაწევრების მცდელობა, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას ჩვენს გაერთიანებაში, ეს არის დამაზიანებელი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის“, - აცხადებს გოლეთიანი.

ინფორმაციისთვის, რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჟამად აქციებს დედაქალაქში მართავენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ხელისუფლება ნურავის ნუ გაუბრაზდება, სჯობს, მინისტრებს გაუბრაზდეს“ - სოსო ცინცაძე ნამახვანჰესზე

✔️ „შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს“ - გიგა მაქარაშვილი ვარლამ გოლეთიანს