მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც ხელი მოაწერა, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან“- გოგა ბარბაქაძე

გოგა ბარბაქაძე

მსახიობი გოგა ბარბაქაძე რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ის აღნიშნავს, რომ რუსთაველის თეატრის დირექტორი რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან.

„რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.

ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებთ? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან“- განაცხადა გოგა ბარბაქაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

სახელმწიფო თეატრის დასი ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე