მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება, მონიტორინგს დაუყოვნებლივ განვახორციელებთ“ - ლომჯარია ნინოწმინდაზე

სახალხო დამცველი

ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„ბავშვებზე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩვენ მათთვის არ გვინდოდა ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა, ველოდით სიტუაციის დეესკალაციას.

შევხედავთ რამდენიმე დღე როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის, ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას იქ არ შეექმნება პრობლემები და ჩვენი იქ შესვლა არ გახდება ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების საფუძველი.

ჩვენ დავაკვირდებით უახლოეს დღეებში ხომ არ შეჩერდება ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან. ბოლო დღეებში ეს აქტიურად ხორციელდებოდა და იმედი მაქვს გაგრძელდება, თუმცა, თუ დავინახეთ რომ ეს პროცესი შეჩერდა, ჩვენ მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ჩავიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

მანამდე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა, რომელიც სახალხო დამცველსა და მისი აპარატის წარმომადგენლებს პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლას უკრძალავდა.

ინფორმაციისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არალეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს“ - „World Vision - საქართველოს“ დირექტორი