მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაჟა სირაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი

ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ თბილისში „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე - მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება - როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს და ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში დღეს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

იხილეთ აგრეთვე:

✅თბილისი პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქცია იმართება