მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს

ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე მივიდა

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ახმეტის რაიონში ძმის დაკრძალვაზე ბადრაგის სამსახურმა მიიყვანა.

მას დაკრძალვაზე დასწრების უფლება სასამართლომ მისცა.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.

ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.