საზოგადოება

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან

პირველი რესპუბლიკა
00:02 26.05
დაკოპირებულია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50-ზე მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა და მანვე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანი პერიოდი იშვიათად ყოფილა. ქვეყანა ხშირად რომელიმე ძლიერი იმპერიის გავლენის ქვეშ ექცეოდა ხოლმე და ხარკსაც იხდიდა. იყო დრო, როდესაც მეფეები ტახტზე ასვლის ნებართვის მისაღებად, იძულებულები ხდებოდნენ ფორმალურად სარწმუნოება დაეთმოთ. ქართველებს მონღოლთა და სპარსთა არმიებში უხდებოდათ ბრძოლა. თუმცა 1801 წლამდე სახელმწიფოებრიობის სრული გაუქმება ვერავინ მოახერხა.

იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით, რომელიც 1801 წლის 12 სექტემბრს გამოიცა, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულად გამოცხადდა. მანიფესტი ზუსტად 7 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს, ქართველ თავად-აზნაურობას რუსული ჯარით შემორტყმულ სიონის ტაძარში გააცნეს. ქართლ-კახეთს 1810 წელს იმერეთი შემდეგ კი მთელი საქართველო მიჰყვა. 1811 წელს რუსეთმა ავტოკეფელიაც გააუქმა. სახელმწიფოებრიობის გაუქმების მსგავსად აღნნიშნული მოვლენაც უპრეცედენტო იყო, რაც რუსეთამდე არ გაუკეთებია არც არაბეთს, არც მონღოლოთს, არც სპარსეთს და არც ოსმალეთს.

ანექსიის გამოცხადებისთანავე პირველი შეიარაღებული გამოსვლა 1802 წელს მოხდა. რასაც 1804 წლის მთიულეთის, 1812 წლის კახეთის, 1819-1820 წლების გურიის აჯანყება და 1832 წლის შეთქმულება მოჰყვა. ეროვნულ აჯანყებებს მოგვიანებით 1840, 1856 და 1875 წლებში სოციალური ხასიათის გურიის, სამაგრელოსა და სვანეთის აჯანყებები დაერთო. ყველა აჯანყება სისხლში ჩაახშეს.

60-იან წლებში ილია ჭავჭავაძის საქართველოში დაბრუნებით თერგდალეულთა ერა იწყება. ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, ახალი სახელმწიფოს დაბადების იდეას ადამიანებმა მთელი ცხოვრება და სიცოცხლე შესწირებს, თუმცა პირველდასელები დამოუკიდებლობას ვერ მოესწრნენ. 1907 წელს ილია მოკლეს. 1912 წელს გარდაიცვალა იაკობ გოგებაშივილი, 1915 წელს ვაჟა ფშაველა და აკაკი წერეთელი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციას, პეტერბურგში მეფის გადადგომა მოჰყვა. 25 ოქტომბერს კი ბოლშევკებმა დროებითი ხელისუფლებაც დაამხეს.

მოხდა ისე, რომ გერმანიის დახმარებით დამოუკიდებლობის გამოცხადება მოუწია სოციალისტ ნოე ჟორდანიას, რომელიც რამდნიმე თვით ადრე ავტონომიასაც კი არ განიხილავდა, უფრო ადრე კი ილია ჭავჭავაძეს ნაფოტს ადრიდა - „ხე რომ იჭრება, თან ნაფოტებიც ცვივა“ ეს სიტყვები იყო საუკუნის მკველობის მისეული შეფასება.

დამოუკიდებელმა საქართველომ 3 წელიწადზე ნაკლებ ხანს იარსება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი და იმ დროისათვის მეტად პროგრესული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

1918 წელს საქართველოში ქალებს უკვე ჰქონდათ არჩევნებში ხმის უფლება, 1919 წლის დამფუზნებელი კრების არჩევნებზე, რომელის სრულად პროპორციული წესით ჩატარდა 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო. ეს მაშინ, როცა ხმის უფლება ქალებმა აშშ-ში 1920 წელს ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წელს, საფრანგეთში 1944, იტალიაასა და იაპონიაში 1945 წელს, ხოლო კორეაში 1948 წელს მიიღეს. იმავე პერიოდში, ევროპულ ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით ნახევარი საუკუნით ადრე გაუქმდა სიკვდილით დასჯა. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მოასწრო და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც სეკულარულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული და სახელმწიფოს ეკლესიის დაფინანსებას უკრძალავდა. კონსტიტუციამ ფორმალურად მხოლოდ 4 დღე იარსება და 25 თებერვალს საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად არსებობა შეწყვიტა.

1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში XI წითელი არმია შემოიჭრა. 25 თებერვალს ნოე ჟორდანიას მთავრობამ გენერალ მაზნიაშვილის აზრის გაუთვალისწინებლად თბილისი, 17 მარტს კი ბათუმი კაპიტულაციის გამოუცხადებლად დატოვა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობა კიდევ ერთხელ ამჯერად 70 წლით დასამარდა. მეზობელ სახელმწიფოებზე ტერიტორიების გადაცემა 1921 წელსვე დაიწყო. რუსეთს გადაეცა დვალეთი და ჯერ კიდევ 1920 ოკუპირებული სოჭი. სომხეთს - ლორე, აზერბაიჯანს საინგილო და ყარაის ველი, თურქეთს ყარსის ხელშეკრულებით ისტორიული ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი. ხელშეკრულებას ხელი 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში მოეწერა, რატიფიცირება 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში გახნორციელდა. 2 წელიწადზე ნაკლებ დროში საქართველოს ფართობი 1/3-ზე მეტით, 107.6 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 69.7 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

1991 წლის 31 მარტის ისტორიულ რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 99%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენად 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
14:38
„ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად, მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ თელა...
12:52
შემოსავლების სამსახურის შენობა ახლოდან კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა
კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებ...
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეო...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტ...
10:31
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 5 პაციე...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკ...
10:26
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხ...
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკუ...