მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 წლის მოზარდისთვის წესის აგების საკითხს სამღვდელოება განიხილავს

იოანე რევიშვილი

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭისთვის წესის აგების საკითხს სამღვდელოება განიხილავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს მამა იოანემ განუცხადა.

გამომდინარე იქედან, რომ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, საეჭვოა აუგებენ თუ არა, წესს 11 წლის მოზარდს.

„სოფლის რწმუნებულმა მოგვმართა, რამდენიმე წუთის წინ წესის აგების თხოვნით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მოხდა ზუსტად, მღდელთმთავარს უკვე აქვს ინფორმაცია მიღებული, განვიხილავთ და ვეცდებით, უმოკლეს დროში მივიღოთ გადაწყვეტილება“- გვითხრა სასულიერო პირმა.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს თერჯოლაში შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.