მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება

ვიცე-პრემიერი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვები არ შემსუბუქდება.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.

„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე.

ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ მოხდეს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 26 თებერვლიდან 22 დეკემბრის ჩათვლით 212 ათასს აჭარბებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

🔴 როგორ იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?