მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი საქართველოში

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება. 

მისი თქმით, შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს როგორც ქვეითად ისე ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.

„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება