მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: დედა სოსანამ ისურვა, ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო გარკვეული სცენები

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ დედა სოსანამ თავად ისურვა ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო ის სცენები, რაც საზოგადოებამ ნახა.

„დედა სოსანა არ იხსენიებს პატრიარქს ლოცვებში, რისი უფლებაც მას არ აქვს. ეს არის პირველი და ძალიან მძიმე შეცდომა.

რაც შეეხება მისი მონასტერში არ შეშვებას, ის სხვა მონასტერში გაამწესეს, თუ მან ვერ მაოხერხა აღნიშნულ მონასტერში შესვლა, საიდანაც განამწესეს, ეს არ არის გასაკვრი.

მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო სხვა მონასტერში. დედა სოსანამ ისურვა, ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო გარკვეული სცენები, დაემორჩილოს მღვდელმთავარს, უნდა მიბრძანდეს იმ მონასტერში და ყველაფერი იქნება რიგზე.“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

⚫ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხშირად ექცევა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ.

⚫გუშინ საპატრიაირქოს შენობასთან ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ და მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ისინი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდნენ.

⚫მეუფე სტეფანეს მიერ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული დედა სოსანა კი მონასტერში არ შეუშვეს. დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე პოლიციამ ლეხაინდრაო ბარბარესკარის დედათა მონასტერში გადაიყვანა.

⚫გუშინ ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.

იხილეთ აგრეთვე:

⚫ლევან აბაშიძე დედა სოსანაზე: ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი

⚫„თვითმარქვია წინამძღვარი ხარ“ - მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის კადრები (ვიდეო)