საზოგადოება

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტროპოლიტი გვმოძღვრავს“- ბასილ კობახიძე

ანტონ ბულახია
1620577093
დაკოპირებულია

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.

როგორც თეოლოგი აღნიშნავს, ანტონ ბულუხია ყველაზე მდიდარი მიტროპოლიტია.

„იქნებ ჩვენს მრევლს და საზოგადოებას თვალი აეხილოს იმაზე, თუ სინამდვილეში ვინ არიან ჩვენი სულიერი ლიდერები და რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ეს ოდიოზური და გაიძვერა მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია, რომელიც ასე ვთქვათ, კრიმინალური ლექსიკით გვესაუბრება.

ის რუსეთშიც და საქართველოშიც იჯდა ციხეში, ეგ არის რეციდივისტი, კრიმინალი. იჯდა ხატების ქურდობისათვის. აი, ასეთი ადამიანია მიტროპოლიტი, გვმოძღვრავს ხატების ქურდი.

შემდეგ არ გაჩერდა მიტროპოლიტობაშიც კი და უკვე 2005 წელს სასამართლოში ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ ჰუმანიტარული დახმარება ე.წ. „ფქვილის საქმე“ საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები შემოჰქონდა თურქეთიდან და აქ ყიდდა კომერციულ ფასებში. მას სასამართლოში ჰქონდა საქმე და მიხეილ სააკაშვილმა ჩაუფარცხა ეს საქმე. დაიჭირეს მისი თანამშრომელი საერო პირები, ანტონ ბულუხიას გარდა მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ სხვა მიტროპოლიტებიც.

2017 წელს მან აიღო თბილისში რაც კი შემოსავლიანი ტურისტული მაღაზიები და ბაზრობებია, სულ მას ეკუთვნის, გააგდო სხვა კომპანიები. ყველაზე მდიდარი მიტროპოლიტი არის ანტონ ბულუხია. უნდა აეხილოს მრევლს თვალი, ასეთი ბრმა მორჩილება არ უნდა იყოს. ანაფორაში გახვეული ამბიონზე არ უნდა იდგეს,“- განაცხადა ბასილ კობახიძემ.

ინფორმაციისათვის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ყელში სწვდა ჟურნალისტს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა. „მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

იხილეთ აგრეთვე:

✅„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო“ - მიტროპოლიტი ჟურნალისტს ყელში სწვდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1624447737

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624447294

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1624447277

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

1624446607
აქცია

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებ...

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს...

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების...

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„სანთელს დავანთებ ჩემი შვილისთვის და მორ...

ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვასა და ავტობანის გადაკეტვაზე უარს ამბობს.