მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფგან მუხთარლი საქართველოს სტრასბურგში უჩივის

აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი

აზარბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან მას არ ეძლევა საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა - ამის შესახებ ჟურნალისტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ 2017 წელს საქართველოს ტერიტორიიდან მისი გატაცება და შემდგომ აზერბაიჯანში დაპატიმრება ქართული სპეცსამსახურების დახმარებით განხორციელდა.

მუხთარლი Facebook-ზე წერს, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურს, რათა ჩვენება მისცეს პროკურატურას და აჩვენოს ის მარშრუტი, რომლითაც საქართველოდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (143-ე) მუხლის პირველი ნაწილით დღემდე იძიებს.

აგრეთვე იხილეთ:

🔷რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის ტრანსპორტირებაზე - „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტება