მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფრიკის დასახლებაში, სადაც სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს, სიტუაცია დაძაბულია

სახლების დემოტნაჟი

აფრიკის დასახლებაში, ფიზიკის ქუჩაზე, სადაც მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს, სიტუაცია დაძაბულია.

მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კალაძე: ხალხი ქუჩაში არ რჩება, ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი