მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებლად მოხდება, იმსახურებს“ - მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე

ბოდბის ეპისკოპოსი

ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ეკლესიიდან აუცილებლად განკვეთენ.

მეუფე იაკობის თქმით, ყოფილი მიტროპოლიტი ეკლესიიდან განკვეთას იმსახურებს.

„თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე და ცოტა ხანში პარტიებმა, რომ აღარ გამოიყენონ ეს ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, ალბათ კი არა მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს აბსოლუტურად და მერე ყველანი ნახავთ მაგის მდგომარეობას.

მე ადრეც ვთქვი ბოლომდე არ უნდა იხმაროთ და მერე გადააგდოთ. რასაც იმსახურებს მიიღებს. აუცილებლად მოხდება მისი განკვეთა. იმსახურებს და მოხდება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილმა მრევლმა სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სექტას ემსგავსებიან“ - მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე