დღეს, 15 ივლისს, ბარსელონა-თბილისის სპეცრეისი შესრულდება და სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება.
ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მორიგი ფრენა რომში განხორციელდება.